პირველი ქართული ექსპრეს გადამზიდავი ჩინეთიდან

სპეც. საწყობი საქართველოსთვის, კვირაში სამი რეისი, სრული საბაჟო მომსახურება, უფასო დეკლარაცია, საკურიერო სერვისი...

ტრენდული კონტროლ პანელი [TR Panel], SMS და E-Mail შეტყობინების სერვისები, Visa-Mastercard, Paybox, Ipay გადახდის მეთოდები.

სიახლეების სტენდი

2024-03-07 12:09:40

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 8 მარტს ჩვენი ოფისები არ იმუშავებს

2024-02-20 10:06:36

ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ: იმისათვის, რომ ისარგებლოთ იმ შეღავათით, რომელიც დაწესებული გვაქვს ჩინეთიდან მოცულობითი წონის მქონე გზავნილების ტრანსპორტირებაზე, შეგახსენებთ, რომ ამანათების მოცულობითი წონა ერთ რეისზე, ჯამურად, არ უნდა აღემატებოდეს 20კგ-ს. თუ ამანათების მოცულობითი წონა მეტია ფიზიკურზე, თუმცა ერთ რეისზე, მათი საერთო მოცულობითი წონა არ აღემატება 20კგ-ს, ამანათები ითვლება ფიზიკური წონით, ხოლო იმ შემთხვევაში საერთო მოცულობითი წონა 20კგ-ს აღემატება, ამანათები ითვლება მოცულობითი წონით.

2024-02-12 13:35:17

სასიამოვნო სიახლე ჩვენი მომხმარებლებისთვის! მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩინური ახალი წლის დასრულებისთანავე, ჩინეთიდან გამომწერებისთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება: ფიზიკური პირი - 12.00$ იურიდიული პირი - 11.50$ თურქეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე კი თებერვლის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ სააქციო ტარიფით: 1კგ - 2.5$ 10კგ-ზე ზემოთ - 1.5$ ტარიფი ძალაში შევა 12 თებერვლიდან. გმადლობთ ერთგულებისთვის!

2024-01-20 23:16:19

ჩინური ახალი წელი ძვირფასო მომხმარებლებო, 4 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ჩინეთში აღინიშნება ჩინური ახალი წელი. - აღნიშნულ პერიოდში არ იმუშავებს შიდა საკურიერო კომპანიები და ჩვენი საწყობი. - ბოლო რეისი შესრულდება 4 თებერვალს და გამოიგზავნება 3 თებერვლის ჩათვლით ჩაბარებული ამანათები. - სამუშაო პროცესი განახლდება 17 თებერვლიდან და მომდევნო რეისი შესრულდება 19 თებერვალს. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დაიჭიროთ თადარიგი.

2024-01-18 10:32:17

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 19 იანვარს ჩვენი ოფისები არ იმუშავებს. გილოცავთ ნათლისღებას!

2023-12-29 07:08:32

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით: ● თბილისის და ქუთაისის ოფისები არ იმუშავებს 1 და 2 იანვარს; ● ჩინეთის საწყობი არ იმუშავებს 30, 31 დეკემბერს და 1 იანვარს. ● თურქეთის საწყობი არ იმუშავებს მხოლოდ 1 იანვარს. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

2023-10-24 18:19:35

სასიამოვნო სიახლე! ძვირფასო მომხმარებლებო, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მომსახურებით ახლა უკვე ამერიკიდანაც შეგიძლიათ ისარგებლოთ! • ტარიფი -8$/კგ, რეალური წონით; • რეისი შესრულდება კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათს და პარასკევს; • ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 7-10 დღეს; განსაკუთრებული გაბარიტების მქონე ნივთებზე (1.5მ-ზე მეტი) გთხოვთ დაგვიკავშირდით წინასწარ. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს!

2023-10-11 19:22:54

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით შაბათს, 14 ოქტომბერს, ჩვენი ოფისები არ იმუშავებს. გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!

2023-09-23 13:41:15

დასვენება ჩინეთში: National Day (29 სექტემბერი - 6 ოქტომბერი) აღნიშნულ დღეებში არ იმუშავებს ჩინეთის საწყობი, სამუშაო პროცესი განახლდება 7 ოქტომბრიდან. ბოლო რეისი შესრულდება 29 სექტემბერს და გამოიგზავნება 27 და 28 სექტემბერს მისული ამანათები. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

2023-09-12 16:11:45

ძვირფასო მომხმარებლებო, ავიაკომპანიის მხრიდან შეფერხების გამო, ჩინეთის რეისები იგვიანებს. დაგვიანებულ რეისების TRPRC1383, TRPRC1384, ასევე TRPRC1386 რეისის ჩამოფრენას ველოდებით მიმდინარე კვირაში, დაზუსტებული ინფორმაცია მიღებისთანავე განთავსდება ვებ-გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სერვისები

2008 წლიდან დღემდე... 400-ზე მეტი ექსპრეს ამანათების რეისი, 100-ზე მეტი ჯგუფური კონტეინერი, 1000-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტი.

TR EXPRESS CHINA

ამანათები ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან
კვირაში სამი რეისი
სპეც საწყობი საქართველოსთვის
გადაფუთვის სერვისი
ფეხსაცმელი რეალური წონით
ამანათების ადგილზე მიტანის სერვისი

TR AIR ASIA

საჰაერო გადაზიდვები აზიიდან

კომერციული ტვირტების გადაზიდვა აზიის ქვეყნებიდან

TR SEA ASIA

საზღვაო გადაზიდვები აზიიდან

წვდომა აზიის უამრავ პორტთან

TR China Warehouse

სასაწყობე მომსახურება ჩინეთში

ტრანსპორტერის საკუთარი საწყობი ჩინეთში

რეისების ტაბლო


ქვეყანა რეისი გამოსვლა ჩამოსვლა სტატუსი კომენტარი
USA TRUSA0095 22/03/2024 USA
Turkey TRTK0255 20/03/2024 Turkey
China TRPRC1464 20/03/2024 China
China TRPRC1463 17/03/2024 China გამოგზავნილია
USA TRUSA0094 19/03/2024 USA
Turkey TRTK0254 17/03/2024 19/03/2024 Arrived
China TRPRC1462 15/03/2024 Transit გამოგზავნილია
Turkey TRTK0253 14/03/2024 14/03/2024 Arrived ჩამოსულია
USA TRUSA0093 15/03/2024 USA გამოგზავნილია
China TRPRC1461 13/03/2024 Transit გამოგზავნილია
China RC1455 28/02/2024 13/03/2024 Arrived ჩამოსულია
Turkey TRTK0252 11/03/2024 14/03/2024 Arrived ჩამოსულია
China TRPRC1460 10/03/2024 18/03/2024 Arrived
USA TRUSA0092 11/03/2024 18/03/2024 Arrived
Turkey TRTK0251 08/03/2024 11/03/2024 Arrived ჩამოსულია
China TRPRC1459 08/03/2024 18/03/2024 Arrived
USA TRUSA0091 08/03/2024 18/03/2024 Arrived
Turkey TRTK0250 06/03/2024 11/03/2024 Arrived
China TRPRC1458 06/03/2024 13/03/2024 Arrived
China TRPRC1457 03/03/2024 11/03/2024 Arrived

ექსპრეს ამანათების რეისი სრულდება კვირაში 3-ჯერ:
ორშაბათს და სამშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ოთხშაბათს დილით.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება პარასკევს დილით.
პარასკევს და შაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება კვირა დილით.
ამანათები ჩამოდის გამოგზავნიდან საშუალოდ 10-14 დღეში...

FAQ

როგორ შევავსო ბალანსი
ბალანსის შევსების რამდენიმე მეთოდია:
1) საბანკო გადმორიცხვა, ჩვენ ანგარიში გვაქვს თიბისი ბანკში და პროკრედიტ ბანკში, საბანკო გადმორიცხვის დროს არ იხდით საკომისიოს
2) საბანკო პლასტიკური ბარათებით, საკომისიო 1.5%
3) ფეიბოქსის აპარატებით, საკომისიო 3%
4) საქართველოს ბანკის ნარინჯისფერი აპარატებით, საკომისიო 2%, მინ. 50 თეთრი
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს ოფისში ნაღდი ანგარიშსწორება არ ხდება.
როდის ვიხდი ტრანსპორტირების თანხას
ამანათის, ტვირთის ტრანსპორტირების თანხას იხდით გატანამდე, ნებისმიერ დროს.
გაქვთ თუ არა მოცულობითი წონა
თუ მოცულობითი წონა არ აღემატება 20კგ-ს, ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება ფიზიკური წონით.
ამრგვალებთ თუ არა ამანათების წონას
არა, ანგარიშდება მეასედი სიზუსტით მაგ: 0,28 კგ
რომელ საიტებზე ვიყიდო ნივთები
http://www.taobao.com
http://www.aliexpress.com
http://www.alibaba.com
http://www.wd.cm
http://www.dhgate.com
http://www.ebay.com (Location: Hong Kong, China)
როგორ ვიყიდო ნივთები
იწერება
როდის ჩამოვა ჩემი ამანათი
გამოფრენიდან 5-7 დღე
როგორ არის საწყობის მისამართი ინგლისურად
Address: #4, Second Street, Jiahe Huangbian South Road [Shuixiantang Industrial Zone].
District: Baiyun District
City: Guangzhou
Province: Guangdong
Country: China
Post code: 510400
Phone: 02026095202
Cell phone: 13719327981
ჩვენი საწყობის მისამართი რეკომენდირებულია გამომგზავნს მიწეროთ ჩინურ ენაზე ისე როგორც პირად პანელში გიჩანთ, რადგან კურიერების უმრავლესობამ არ იციან ინგლისური ენა და უჭირთ მისამართის მიგნება. არ დაგავიწყდეთ სახელის, გვარის და ოთახის ნომრის მითითება.
რა შემთხვევაშია ამანათი განსაბაჟებელი
ერთი პირის ან საიტის მიერ გამოგზავნილი 300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30 კგ-ზე მეტი წონის ამანათ(ებ)ი, ექვემდებარება განბაჟებას.
შესაძლოა ამანათი არ სცდებოდეს ზემოთ მოცემულ რომელიმე ზღვარს, თუმცა მასში მოთავსებული 2-ზე მეტი ერთგვაროვანი ნივთები გახდეს მისი საბაჟო დღგ-თი დაბეგვრის მიზეზი. (საბაჟომ მიიჩნიოს კომერციული დანიშნულების პროდუქციად)
რატომ ვანდო ჩემი სათუთი ამანათი ტრანსპორტერს?! :))
ტრანსპორტერი მას შვილივით მოუვლის :))
ამანათი მისულია საწყობში, მაგრამ პანელში არ ჩანს
ხშირად არის შემთხვევები როდესაც გამომგზავნი ამანათზე არ აწერს მიმღების სახელს და გვარს. რიც გამოც ვერ ხერხდება მიმღების იდენთიფიცირება. პანელში გაქვთ ამანათის თრექინგის დამატების ფუნქცია. გთხოვთ დაამატოთ თრექინგი პრობლემა მარტივად მოგვარდება.
რა არის ამანათის ტრანსპორტირების ტარიფი
ტარიფი ფიზიკური პირებისთვის არის 12.5$/კგ, იურიდიული პირებისთვის - 12.00$/კგ.

© 2008-2017 Transporter Ltd.