პირველი ქართული ექსპრეს გადამზიდავი ჩინეთიდან

სპეც საწყობი საქართველოსთვის, კვირაში სამი რეისი, მკაცრად გაწერილი გრაფიკი,

გადაფუთვის სერვისი, სრული საბაჟო მომსახურება, უფასო დეკლარაცია, საკურიერო სერვისი...

ტრენდული კონტროლ პანელი [TR Panel], SMS და E-Mail შეტყობინების სერვისები,

Visa-Mastercard, Paybox, Ipay გადახდის მეთოდები.

Android და IOS აპლიკაციები, 24/7 E-Mail & Facebook support, VOIP ქოლცენტრი...

სიახლეების სტენდი

2018-01-18 10:21:06

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 19 იანვარს ჩვენი ოფისები არ იმუშავებს. გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

2017-12-29 10:40:50

ძვირფასო მომხმარებლებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გაცნობებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ოფისები არ იმუშავებს 1 და 2 იანვარს, სამუშაო პროცესი განახლდება 3 იანვრიდან.

2017-11-23 10:11:31

ძვირფასო მომხმარებლებო, 23 ნოემბერს ოფისი იმუშავებს 14:00 საათამდე. გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

2017-11-21 08:11:35

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! აკრძალულია ნებისმიერი სახის ელემენტების და მათი შემცველი მოწყობილობების, სითხის, ფხვნილის და მაგნიტების ტრანსპორტირება. გთხოვთ არ გააგზავნოთ აღნიშნული სახის პროდუქცია ჩვენს მისამართზე.

2017-11-07 11:37:47

ავიაკომპანიაში არსებული ტექნიკური პრობლების გამო, რეისები იგზავნება შეფერხებით და უახლოეს პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება რეისების რამდენიმედღიანი დაგვიანება. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

2017-09-26 14:14:45

ყურადღება! 1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთში აღინიშნება ნაციონალური დღეები. არ იმუშავებს საწარმოების და ორგანიზაციების 99%, არ იმუშავებს ჩვენი საწყობიც. მუშაობა განახლდება 9 ოქტომბრიდან. 29 და 30 სექტემბერს მისული ამანათები გამოიგზავნება 6 ოქტომბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დაიჭიროთ თადარიგი.

2017-09-16 12:30:27

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამერიკის საწყობი წყვეტს ფუნქციონირებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და ამოიღოთ ამერიკის საწყობის მისამართი ვებ-გვერდებიდან. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

2017-09-16 12:30:16

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამერიკის საწყობი წყვეტს ფუნქციონირებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და ამოიღოთ ამერიკის საწყობის მისამართი ვებ-გვერდებიდან. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

2017-09-01 10:56:21

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ სექტემბრიდან ბათუმში ამოქმედდა უფასო მიწოდების სერვისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2193319. გისურვებთ სასიამოვნო შოფინგს :)

2017-09-01 10:47:32

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ საზაფხულო აქციის ტარიფი 7.5$/კგ რჩება ძალაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამანათებზე მოხსნილია მოცულობითი წონა. მხოლოდ რეალური წონით, 7.5$/კგ! გისურვებთ სასიამოვნო შოფინგს :)

სერვისები

2008 წლიდან დღემდე... 400-ზე მეტი ექსპრეს ამანათების რეისი, 100-ზე მეტი ჯგუფური კონტეინერი, 1000-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტი.

TR EXPRESS CHINA

ამანათები ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან
კვირაში სამი რეისი
ტრანზიტის დრო 2-4 დღე
სპეც საწყობი საქართველოსთვის
გადაფუთვის სერვისი
ფეხსაცმელი რეალური წონით
ამანათების ადგილზე მიტანის სერვისი

TR AIR ASIA

საჰაერო გადაზიდვები აზიიდან

კომერციული ტვირტების გადაზიდვა აზიის ქვეყნებიდან

TR SEA ASIA

საზღვაო გადაზიდვები აზიიდან

წვდომა აზიის უამრავ პორტთან

TR China Warehouse

სასაწყობე მომსახურება ჩინეთში

ტრანსპორტერის საკუთარი საწყობი ჩინეთში

რეისების ტაბლო


ქვეყანა რეისი გამოსვლა ჩამოსვლა სტატუსი
China TRPRC0603 24/01/2018 China
China TRPRC0602 21/01/2018 China
China TRPRC0601 19/01/2018 Transit
China TRPRC0600 17/01/2018 20/01/2018 Arrived
China TRPRC0599 14/01/2018 20/01/2018 Arrived
China TRPRC0598 12/01/2018 20/01/2018 Arrived
China TRPRC0597 10/01/2018 14/12/2017 Arrived
China TRPRC0596 07/01/2018 14/12/2017 Arrived
China TRPRC0595 05/01/2018 11/01/2017 Arrived
China TRPRC0594 03/01/2018 11/01/2017 Arrived
China TRPRC0593 29/12/2017 04/01/2017 Arrived
China TRPRC0592 27/12/2017 04/01/2017 Arrived
China TRPRC0591 24/12/2017 03/01/2017 Arrived
China TRPRC0590 22/12/2017 03/01/2017 Arrived
China TRPRC0589 20/12/2017 28/12/2017 Arrived
China TRPRC0588 17/12/2017 28/12/2017 Arrived
China TRPRC0587 15/12/2017 24/12/2017 Arrived
China TRPRC0586 13/12/2017 24/12/2017 Arrived
China TRPRC0585 10/12/2017 24/12/2017 Arrived
China TRPRC0584 08/12/2017 21/12/2017 Arrived

ექსპრეს ამანათების რეისი სრულდება კვირაში 3-ჯერ:
ორშაბათს და სამშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ოთხშაბათს დილით.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება პარასკევს დილით.
პარასკევს და შაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება კვირა დილით.
ამანათები ჩამოდის გამოგზავნიდან საშუალოდ 2-5 დღეში...

FAQ

როგორ შევავსო ბალანსი
ბალანსის შევსების რამდენიმე მეთოდია:
1) საბანკო გადმორიცხვა, ჩვენ ანგარიში გვაქვს თიბისი ბანკში და პროკრედიტ ბანკში, საბანკო გადმორიცხვის დროს არ იხდით საკომისიოს
2) საბანკო პლასტიკური ბარათებით, საკომისიო 2%
3) ფეიბოქსის აპარატებით, საკომისიო 3%
4) საქართველოს ბანკის ნარინჯისფერი აპარატებით, საკომისიო 2%, მინ. 50 თეთრი
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს ოფისში ნაღდი ანგარიშსწორება არ ხდება.
როდის ვიხდი ტრანსპორტირების თანხას
ამანათის, ტვირთის ტრანსპორტირების თანხას იხდით გატანამდე, ნებისმიერ დროს.
იფუთება თუ არა ამანათები
ამანათების გადაფუთვა ხდება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე. პანელში უნდა დააჭიროთ გადაფუთვის ღილაკს.
თუ ამანათს ვიზუალურად ეტყობა რომ მასში ფეხსაცმელია ის ავტომატურად გადაიფუთება სპეციალურ პაკეტში.
ისეთი ამანათები რომლებსაც არ აქვს მოცულობითი წონა, არ იფუთება.
თუ თქვენ გადაფუთვას მოითხოვთ ადვილად დაზიანებად ნივთზე, ტრანსპორტერი პასუხს არ აგებს მისი დაზიანების შემთხვევაში.
განსაბაჟებელი, კომერციული დანიშნულების ამანათების, ტვირთების გადაფუთვა არ ხდება.
გაქვთ თუ არა მოცულობითი წონა
2017 წლის 1 ივნისიდან მოცულობითი წონა მოხსნილია, ამანათების წონა ანგარიშდება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით.
ამრგვალებთ თუ არა ამანათების წონას
არა, ანგარიშდება მეასედი სიზუსტით მაგ: 0,28 კგ
რომელ საიტებზე ვიყიდო ნივთები
http://www.taobao.com
http://www.aliexpress.com
http://www.alibaba.com
http://www.wd.cm
http://www.dhgate.com
http://www.ebay.com (Location: Hong Kong, China)
როგორ ვიყიდო ნივთები
იწერება
როდის ჩამოვა ჩემი ამანათი
მალე :))
გამოფრენიდან 2-4 დღეში!
ჩვენი კომპანია ამაყობს იმით რომ ყველაზე სწრაფი გადამზიდავია საქართველოში. ჩვენ რეისების 90%-ს დაგემილ ვადაზე ადრე ვასრულებთ. კონკრეტული თარიღები შეგიძლიათ ნახოთ პირად პანელში ან მთავარ გვერდზე (განრიგი).
როგორ არის საწყობის მისამართი ინგლისურად
Address: #4, Second Street, Jiahe Huangbian South Road [Shuixiantang Industrial Zone].
District: Baiyun District
City: Guangzhou
Province: Guangdong
Country: China
Post code: 510400
Phone: 02026095202
Cell phone: 13719327981
ჩვენი საწყობის მისამართი რეკომენდირებულია გამომგზავნს მიწეროთ ჩინურ ენაზე ისე როგორც პირად პანელში გიჩანთ, რადგან კურიერების უმრავლესობამ არ იციან ინგლისური ენა და უჭირთ მისამართის მიგნება. არ დაგავიწყდეთ სახელის, გვარის და ოთახის ნომრის მითითება.
რა შემთხვევაშია ამანათი განსაბაჟებელი
ერთი პირის ან საიტის მიერ გამოგზავნილი 300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30 კგ-ზე მეტი წონის ამანათ(ებ)ი, ექვემდებარება განბაჟებას.
შესაძლოა ამანათი არ სცდებოდეს ზემოთ მოცემულ რომელიმე ზღვარს, თუმცა მასში მოთავსებული 2-ზე მეტი ერთგვაროვანი ნივთები გახდეს მისი საბაჟო დღგ-თი დაბეგვრის მიზეზი. (საბაჟომ მიიჩნიოს კომერციული დანიშნულების პროდუქციად)
რატომ ვანდო ჩემი სათუთი ამანათი ტრანსპორტერს?! :))
ტრანსპორტერი მას შვილივით მოუვლის :))
ამანათი მისულია საწყობში, მაგრამ პანელში არ ჩანს
ხშირად არის შემთხვევები როდესაც გამომგზავნი ამანათზე არ აწერს მიმღების სახელს და გვარს. რიც გამოც ვერ ხერხდება მიმღების იდენთიფიცირება. პანელში გაქვთ ამანათის თრექინგის დამატების ფუნქცია. გთხოვთ დაამატოთ თრექინგი პრობლემა მარტივად მოგვარდება.
რა არის ამანათის ტრანსპორტირების ტარიფი
ტარიფი არის 7.5$/კგ, იმ შემთხვევაში თუ ერთი რეისით ჩამოსული ამანათების საერთო წონა აღემატება 30კგ-ს მიიღებთ წონის შესაბამის დაბალ ტარიფს.

© 2008-2017 Transporter Ltd.